Sunday, April 12, 2015
რეფლექსია
დავიწყეთ პროექტებით სწავლების მოდულების გაცნობა. ვხედავ პროექტის მსვლელობის მართლაც განსხვავებულ მეთოდს, უფრო ჩავწვდი პროექტის დადებით მნიშვნელობას სასწავლო პროცესში. ავირჩიე თემა. გავიაზრე მოკლე შინაარსი, განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მიზნები, 21 საუკუნის რა უნარები განუვითარდებათ ამ პროექტით, რომელ სტანდარტებზე გავალ, სათითაოდ განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მომეწონა რომ მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. მიხარია რომ ვხვდები თანდათან პროექტის წარმართვის უკეთეს წესებს და გასაგები ხდება მისი განხორციელება რაც მთავარია რა მხარე წარმოვაჩინო რომ ხელი შეეწყოს მოსწავლეების აზროვნების განვითარებას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment